ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

ვინ დაესწრება საქართველოს მთავრობიდან კატარის ეკონომიკურ ფორუმს?

20-22 ივნისს ქალაქ დოჰაში დაგეგმილ კატარის ეკონომიკურ ფორუმს, საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

„დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება იმას – ვინ დაესწრება კატარის ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან, დელეგაციის შემადგენლობა ასე გამოიყურება: საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების შექმნისა და საქმიანობის…
მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს – დეტალები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს – დეტალები

საქართველოს მთავრობამ „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა, რომელსაც სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია განახორციელებს. 30 ივლისის დადგენილებით, პროგრამის მიზანია საქართველოში წარმოებული…
მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად,…